← ყველა ვაკანსია

საწყობისა და სამეურნეოს მენეჯერი

მედ-დიაგნოსტიკა

"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და სამეურნეოს მენეჯერის პოზიციაზე: სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; ანაზღაურება: შეთანხმებით. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის საწყობისა და სამეურნეო მარაგების მართვა; ** სამედიცინო და სამეურნეო მასალების მიღება, განთავსება, აღრიცხვა და გაცემა; ** მარაგების ნაშთების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაციის ორგანიზება; ** საჭირო მასალების დროული შეკვეთისა და მომარაგების უზრუნველყოფა; ** საწყობში პროდუქციის სწორად განთავსებისა და შენახვის პირობების კონტროლი; ** ფილიალებისთვის საჭირო მასალების გაცემისა და გადაადგილების ორგანიზება; ** მიღება-ჩაბარებისა და საწყობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** ვადების მქონე მასალების კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის დროული იდენტიფიცირება; ** საწყობის სისუფთავისა და ორგანიზებული მდგომარეობის უზრუნველყოფა; ** მომწოდებლებთან და კომპანიის შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია; ** ხელმძღვანელობისთვის მარაგებისა და საწყობის მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება; ** კომპანიის ქონების, მატერიალური ფასეულობებისა და ინვენტარის სათანადო შენახვის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საწყობის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** საწყობის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პრინციპების ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის Excel-ის, საბაზისო/კარგი ცოდნა; ** დოკუმენტაციის სწორად წარმოების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** მარაგების კონტროლისა და ანალიზის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მომწოდებლებთან და კომპანიის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობის უნარი; ** სამედიცინო დაწესებულებაში ან სამედიცინო მასალებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი უნარ-ჩვევები: ** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზების და დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას. შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეს გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება. ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.

განაცხადის გაგზავნა →