← ყველა ვაკანსია

მთავარი ბუღალტერი

მედ-დიაგნოსტიკა

სამედიცინო დაწესებულება "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე: სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათამდე ანაზღაურება: 4000 ლარი (NET) ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება; ** შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა; ** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება; ** დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება; ** სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და რეპორტების მომზადება; ** საგადასახადო დეკლარაციისათვის დოკუმენტების მომზადება; ** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და დოკუმენტების კონტროლი; ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება; ** შვილობილი კომპანიების ბუღალტრული მომსახურების გაწევა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** Balance პროგრამის ცოდნა სავალდებულოა. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური. შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეს გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება. ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი. გაცნობებთ, რომ შპს "მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

განაცხადის გაგზავნა →