კონსულტანტი
ჰიპერმარკეტი Domino · თბილისი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალებში.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;დახლებზე და თაროებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შევსება.ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;პუნქტუალურობა;დისციპლინირებულობა;კომუნიკაბელურობა;გუნდური მუშაობის უნარი;
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა; - 40 საათიანი სამუშაო კვირა;ანაზღაურება : 1100 ლარი+ბონუსი;სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო).FitPass;კვება;უფასო ტრანსპორტირება;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/abMzdHFe