← ყველა ვაკანსია

Deputy Head of the Security Department

Tbc Insurance

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. „თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: https://www.tbci.ge/careers სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციაზე.  სამუშაო ადგილი: თბილისი; კოსტავას ქუჩა #70 განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;                      პარასკევი 10:00-17:00 სთ;  შენი, როგორც უსაფრთხოების განყოფილების უფროსის მოადგილის მთავარი ფუნქციები იქნება: თანამშრომელთა უსაფრთხოების და დაცულობის მაღალი დონის უზრუნველყოფა;შესაძლო დანაშაულის პრევენციის და აღკვეთის მიზნით, შესაბამიის ღონისძიებების გატარება;საეჭვო სიტუაციების დროული გამოვლენა და რეგირება;სამუშაო სივრცეში განთავსებული ტექნიკური და მატერიალური ფასეულობებზე ზედამხედველობა;შენობისა და ტერიტორიის დაცვა და ზედამხედველობა;ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის კონტროლი;საჭიროების შემთხვევაში, ზემდგომი მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება. გამოგვეხმაურე თუ: გაქვს უმაღლესი განათლება;გაქვს მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;იცი MS Office პროგრამებში მუშაობა. ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;დეტალების მიმართ დაკვირვებულს. გთავაზობთ: საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადის გაგზავნა →