Security Administrator
Tbc Insurance
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: https://www.tbci.ge/careers
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ადმინისტრატორი პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; კოსტავას ქუჩა #70 განაკვეთი: სამუშაო ცვლაში, 3 დღეში ერთხელ
შენი, როგორც უსაფრთხოების ადმინისტრატორის მთავარი ფუნქციები იქნება:
თანამშრომელთა უსაფრთხოების და დაცულობის მაღალი დონის უზრუნველყოფა;შენობისა და ტერიტორიის 24 საათიანი დაცვა;შესაძლო დანაშაულის პრევენციის და აღკვეთის მიზნით, შესაბამიის ღონისძიებების გატარება;საეჭვო სიტუაციების დროული გამოვლენა და რეგირება;სამუშაო სივრცეში განთავსებული ტექნიკური და მატერიალური ფასეულობებზე ზედამხედველობა;სამუშაო გარემოს უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის ზედამხედველობა;ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის კონტროლი.
გამოგვეხმაურე თუ:
თუ გაქვს მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;იცი MS Office პროგრამებში მუშაობა.
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;დეტალების მიმართ დაკვირვებულს.
გთავაზობთ:
საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.