Logistics Coordinator
Tbc Insurance · თბილისი
კომპანიის შესახებ
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: https://www.tbci.ge/careers
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: ლოჯისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; მერაბ კოსტავას. #70;განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ლოჯისტიკის კოორდინატორის მთავარი ფუნქციები იქნება:
საქონლის მიღება და დასაწყობება;სასაქონლო მარაგების გაცემა და ნაშთის კონტროლი;ძირითადი საშუალებების გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა;კომპანიის ავტოპარკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;შესყიდული საქონლის დოკუმენტაციის მომზადება;ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა და რეაგირება;თვის ბოლოს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის ჩამოწერის აქტების მომზადება;საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
გამოგვეხმაურე, თუ
გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;იცი ინგლისური ენა;იცი MS Office პროგრამები.
ვეძებთ ჩვენიანს:
კომუნიკაბელურს;დეტალებზე ორიენტირებულს;პასუხისმგებლიანს;საქმეზე კონცენტრირებულს.ორგანიზებულს.
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.