← ყველა ვაკანსია

მოპირკეთების სამუშაოების სპეციალისტი

ორბი ჯგუფი თბილისი

შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მოპირკეთების სამუშაოების სპეციალისტის (Finishing Work Specialist)-ის პოზიციაზე, Central Park Towers-ის პროექტისთვის. პოზიციაზე დასაქმებული პირი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე მოპირკეთების სამუშაოების ყოველდღიურ მონიტორინგზე, ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კონტროლზე, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების გადამოწმებასა და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე. ანაზღაურება: 2000-3000 ლარი სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტზე მიმდინარე Finishing Works-ის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი; ** ქვეკონტრაქტორების სამუშაო პროცესისა და პროგრესის ზედამხედველობა; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ხარისხისა და შესაბამისობის გადამოწმება; ** ქვეკონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებისა და Progress Payment-ების ფაქტობრივ სამუშაოებთან შედარება; ** სამუშაოების ადგილზე გაზომვა და რაოდენობების გადამოწმება; ** არქიტექტურული და სამუშაო ნახაზების მიხედვით შესრულებული სამუშაოების კონტროლი; ** კედლის, იატაკის, ჭერის, ფილების, შეღებვისა და სხვა მოპირკეთების სამუშაოების ხარისხის შემოწმება; ** აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და მათი გამოსწორების კონტროლი; ** ყოველდღიური პროგრესისა და სამუშაოების სტატუსის შესახებ ანგარიშგება; ** პროექტის გუნდთან და ქვეკონტრაქტორებთან სამუშაო საკითხების კოორდინაცია; ** სამუშაოების ვადების მონიტორინგი და შესაძლო შეფერხებების დროული იდენტიფიცირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში; ** Finishing Works-ის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** არქიტექტურული და სამუშაო ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტირების უნარი; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და რაოდენობების გადამოწმების გამოცდილება; ** ქვეკონტრაქტორებთან მუშაობის გამოცდილება; ** სამშენებლო მასალებისა და მოპირკეთების სამუშაოების ტექნოლოგიების ცოდნა; ** MS Office / Excel-ის ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაოს მიმდინარე სამშენებლო პროექტზე; ** პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** გამოცდილ სამშენებლო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: mjapharidze@orbi.net

განაცხადის გაგზავნა →