ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ჰიპერმარკეტი Domino · თბილისი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება;სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების მართვა;ჰიპერმარკეტ „დომინოს“ ელ. ფოსტაზე შემომავალი წერილების მართვა;მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა, კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში ზარების, წერილებისა და შეტყობინებების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;
საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების და წერის უნარი;ინგლისური და რუსული ენების როგორც სალაპარაკო დონეზე ცოდნა ასევე გამართული წერითი უნარი;მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები: სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;ანაზღაურება: 1100 ლარი;ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);კვება;Fitpass;უფასო ტრანსპორტირება;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/6895796d