← ყველა ვაკანსია

სავიზო მომსახურების მენეჯერი

Travelfy

ტურისტული კომპანია "Travelfy" აცხადებს ვაკანსიას სავიზო მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე. პასუხისმგებლობები: ** სხვადასხვა ქვეყნის სავიზო განაცხადების მომზადება და შევსება; ** სავიზო მოთხოვნებისა და პროცედურების მოძიება და მუდმივი გადამოწმება ოფიციალურ წყაროებში; ** კლიენტის დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და სისტემატიზაცია; ** დოკუმენტების შესაბამისობისა და სისწორის დეტალური კონტროლი; ** განაცხადების, დოკუმენტაციისა და მონაცემების ინგლისურ ენაზე დამუშავება; ** საელჩოებისა და სავიზო ცენტრების ონლაინ პლატფორმებთან მუშაობა; ** ვიზიტებისა და ბიომეტრიისთვის საჭირო პროცედურების ორგანიზება; ** განაცხადების სტატუსებისა და ვადების კონტროლი; ** კლიენტებისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება; ** შიდა ბაზებისა და სამუშაო ფაილების წარმოება/განახლება; ** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა - C1; ** ინგლისურენოვანი ოფიციალური დოკუმენტებისა და ინსტრუქციების თავისუფლად წაკითხვისა და გააზრების უნარი; ** ძლიერი საოპერაციო და ადმინისტრაციული უნარები; ** განსაკუთრებული ყურადღება დეტალების მიმართ; ** დოკუმენტებთან და დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე; ** ვადებისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი; ** კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ პლატფორმების სწრაფად ათვისების უნარი; ** დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** სავიზო განაცხადებთან მუშაობის გამოცდილება; ** ტურიზმის სფეროში გამოცდილება; ** საერთაშორისო დოკუმენტაციასთან ან უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტონულ მისამართზე - hr@travelfy.ge

განაცხადის გაგზავნა →