ჯგუფური ვარჯიშების ტრენერი
Snap Premium
SNAP PREMIUM ეძებს ენერგიულ, პოზიტიურ და პროფესიონალ ჯგუფური ვარჯიშების ტრენერს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და შეუძლია ჯგუფისთვის მოტივაციური და სასიამოვნო სავარჯიშო გარემოს შექმნა.
რას გააკეთებ ჩვენთან:
** დაგეგმავ და ჩაატარებ ჯგუფურ ვარჯიშებს;
** ვარჯიშებს მონაწილეების ფიზიკურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს მოარგებ;
** იზრუნებ ვარჯიშის სწორ და უსაფრთხო შესრულებაზე;
** შექმნი ენერგიულ, პოზიტიურ და მოტივაციურ გარემოს;
** დაეხმარები მონაწილეებს საკუთარი მიზნების მიღწევაში.
რას ველით შენგან:
** ჯგუფური ვარჯიშების მიმართულებით გამოცდილებას;
** შესაბამის ცოდნასა და კვალიფიკაციას;
** ენერგიულობას, პასუხისმგებლობასა და კომუნიკაბელურობას;
** პოზიტიურ დამოკიდებულებას და ადამიანების მოტივაციის უნარს;
** პროფესიული განვითარების სურვილს.
რას გთავაზობთ:
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** გრაფიკს შეთანხმებით.
თუ გიყვარს ფიტნესი, ადამიანებთან ურთიერთობა და შეგიძლია შენი ენერგიით სხვებიც აამოძრაო - შემოუერთდი SNAP PREMIUM-ის გუნდს.
CV გამოგვიგზავნე: snap@kdr.ge
Subject: ჯგუფური ვარჯიშების ტრენერი.