← ყველა ვაკანსია

მარკეტინგის მენეჯერი

Infinity Ventures Holding

"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს: Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება; Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება; Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი; Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. სფერო: საინჟინრო სისტემების ჰოლდინგი (MEP, HVAC, პროექტირება, ინსტალაცია, საინჟინრო მასალების იმპორტი) კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია და რეპორტინგი; ** ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და საკომუნიკაციო მესიჯების ფორმირება; ** კონკურენტული გარემოს ანალიზი და ბაზრის კვლევა; ** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პრეზენტაციებით, კატალოგებითა და სარეკლამო მასალებით ** ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და იმპლემენტაცია, პროდუქტის პრეზენტაციები, ტრენინგები, პარტნიორული აქტივობები და გამოფენები (სტენდის კონცეფცია, დიზაინი, მასალები, ფასთა მოკვლევა, ლოჯისტიკა), ღონისძიებების შედეგების შეფასება; ** სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის შექმნა (Facebook, Linkedin, Instagram, Tiktok და სხვა) ** თვიური/კვარტალური სოც.მედია კალენდრის შედგენა; ** პოსტების ტექსტების შინაარსის მოძიება ტექნიკური გუნდისგან და მომზადების კოორდინაცია; ** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და სედეგების ანალიზი სოც.მედია მენეჯერთან თანამშრომლობით; ** ვიზუალური კონცეფციებისა და ვიდეომასალის შექმნა (ბანერები, კატალოგები, ბროშურები, პრეზენტაციები, საიმიჯო და პროდუქტის ვიდეოები), გადაღებების ორგანიზება და ბრენდის ვიზუალური იდენტობის დაცვა; ** კომპანიის ვებ-გვერდისა და E-commerce მიმართულების მართვა, კონტენტის განახლება, პროდუქტის ატვირთვა, ფასების კონტროლი, კამპანიების დაგეგმვა და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესება; ** საერთაშორისო ბრენდებთან (HVAC და საინჟინრო მასალების მწარმოებლები) კორდინაცია მარკეტინგულ აქტივობებზე; ** ბრენდული კომუნიკაციის მართვა: სეზონური და საიმიჯო კამპანიების დაგეგმვა, პრეს-რელიზები, მედია კომუნიკაცია და ბრენდის სტანდარტების დაცვა ქსელურ მაღაზიებში. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში; ** 1-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში; ** სოციალური მედიის მართვის პროცესის კოორდინაცია ** სასურველია - ინგლისური. ** სასურველია E-commerce სფეროში გამოცდილება; ** ტექნიკური/საინჟინრო პროდუქტების მარკეტინგის გამოცდილება; ** Adobe, Canva ან სხვა დიზაინ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** Google Analytics და Meta Business Suite-ის საბაზისო ცოდნა. პროფესიული უნარები: ** პროაქტიული და ინიციატივიანი; ** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება; ** კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე 10:00-19:00/09:00-18:00 გამოცდილება: 1-3 წელი; ლოკაცია: თბილისი; მ. მაჭავარიანის N65, შემდგომი შესაძლო ოფისის ცვლილებით; მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი ან საქართველოს სხვა ქალაქები; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →