ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
ბელუქსი
შპს "ბელუქსი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 12:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით, (ფიქსირებული + ბონუსი)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ციფრული მარკეტინგის აუდიტი, სტრატეგიის და ბიუჯეტის დაგეგმვა და განხორციელება
** Google Ads, Meta Ads კამპანიების დაგეგმვა ბიუჯეტის განაწილება და და მართვა
** SEO სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, საკვანძო სიტყვების კვლევა, ვებგვერდის ტექნიკური და შინაარსობრივი ოპტიმიზაცია დეველოპერთან ერთად, საძიებო სისტემებში ხილვადობისა ორგანული ტრაფიკის ზრდა.
** ლიდების გენერაციისა და კონვერსიების ზრდის მიზნით ციფრული კამპანიების დაგეგმვა
** ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება, მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი (GA4, Search Console, GTM, Meta Pixel და სხვა.)
** AI ინსტრუმენტების გამოყენება ციფრულ მარკეტინგში, რეკლამის ოპტიმიზაციასა და მარკეტინგულ ანალიტიკაში.
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, მონიტორინგი და ანალიზი
** კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი
** ციფრული არხების ეფექტიანობის ანალიზი, KPI-ების მონიტორინგი და პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცილება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ განაცხადი 7
დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@beluxhome.com ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ციფრული მარკეტინგის მენეჯერის "
გისურვებთ წარმატებას!