← ყველა ვაკანსია

ბელბოი

Hotel Indigo Batumi Old Town · ბათუმი

საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, რომელიც მდებარეობს ისტორიულ შენობაში, ევროპის მოედანზე, ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს ბელბოის პოზიციაზე. პოზიცია — ბელბოი ადგილმდებარეობა — ბათუმი სამუშაო გრაფიკი — ცვლებში მუშაობა ანაზღაურება — 800 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროს სტუმრების თბილი და პროფესიული დახვედრა; ** სტუმრების ბარგის მიღება, გადატანა და ნომრებში დროული მიწოდება; ** სტუმრების გაცილება და საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებაში დახმარება; ** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ; ** ლობისა და ბარგის ზონის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; ** სტუმრების მოთხოვნებზე დროული და თავაზიანი რეაგირება. საჭირო კვალიფიკაცია და უნარები: ** თავაზიანი, კომუნიკაბელური და სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა — აუცილებელი; ** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო. ჩვენ გთავაზობთ: ** სამუშაო გარემოს საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების შესაბამისად; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@indigobatumi.com

განაცხადის გაგზავნა →