← ყველა ვაკანსია

ღამის ცვლის ადმინისტრატორი

სასტუმრო ირისი

სასტუმრო "ირისი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ხელფასი: 1200 ლარი სამუშო გრაფიკი: 2 ღამე მუშაობა, 2 ღამე დასვენება, თვეში 15 ღამე. ძირითადი მოვალეობები: ** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - სასტუმროს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი განხორციელება. ** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების განხორციელება. ** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან. ** მიღება - განთავსების განყოფილების სრული სამუშაო ციკლის კურირება. ** სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტების და მომსახურების შესახებ. ** შეძლებისდაგვარად სტუმრის მოთხოვნების და პრობლემების მოგვარება. ** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია. ძირითადი მოთხოვნები: ** სასტუმროს მიმღებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად. ** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული და სხვა ენები ჩაითვლება უპირატესად. ** ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მონდომებულ თანამშრომლებს. ** Fina-ში მუშაობის გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ** სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი. ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** პერსონალის კვება უზრუნველყოფილია. ** დამატებითი შემოსავალი სერვისების გაყიდვიდან. ** მეგობრული და თბილი სამუშაო გარემო. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე vacancy.passport@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →