← ყველა ვაკანსია

შპს-ს დირექტორი

საქართველოს უსინათლოთა კავშირი · ბათუმი

"საქართველოს უსინათლოთა კავშირი" აცხადებს ვაკანსას შპს-ს დირექტორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ბათუმი დასაქმების სფერო: უძრავი ქონების მართვა / საიჯარო საქმიანობა ანაზღაურება: 2000 ლარი დარიცხული (ზრდის პერსპექტივით) სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად პოზიციის შესახებ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ დირექტორს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის საიჯარო საქმიანობას, ეფექტიანად მართავს შპს-ს მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს საიჯარო შემოსავლების ზრდასა და ქონების სათანადო მართვას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შპს-ს ბალანსზე არსებული ფართების ეფექტიანი მართვა და იჯარით გაცემის ორგანიზება; ** პოტენციური მოიჯარეების მოძიება, კომუნიკაცია და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება; ** საიჯარო ხელშეკრულებების მომზადების/გაფორმების პროცესის ორგანიზება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების კონტროლი; ** კომპანიის საკუთრებაში არსებული ფართების მდგომარეობის მონიტორინგი; ფართების იჯარით გასაცემად მომზადების, კეთილმოწყობისა და საჭირო სამუშაოების ორგანიზება; ** კომპანიის სახელით პარტნიორებთან, მოიჯარეებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება — სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება. ** უძრავი ქონების მართვისა და საიჯარო საქმიანობის ძირითადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები; ** დროის ეფექტიანი მართვის უნარი; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ბათუმში მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ გთავაზობთ: ** 2000 ლარს დარიცხულ ანაზღაურებას, შემდგომი ზრდის შესაძლებლობით; ** მოქნილ და თავისუფალ სამუშაო გრაფიკს; ** მაღალი დონის დამოუკიდებლობას სამუშაო პროცესის ორგანიზებაში; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** შედეგებზე დაფუძნებულ, გრძელვადიან თანამშრომლობას; თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, ხედვა და სურვილი, მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის განვითარებასა და უძრავი ქონების ეფექტიან მართვაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე sukavshiri@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ "შპს-ს დირექტორი". ტელ: 577 15 02 42

განაცხადის გაგზავნა →