ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი
გირო კრედიტი
"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** HR პროცესების მართვა და მუდმივი გაუმჯობესება;
** თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის ხელმძღვანელობა;
** თანამშრომელთა განვითარების, შეფასებისა და მოტივაციის სისტემების მართვა;
** ორგანიზაციული კულტურისა და თანამშრომელთა ჩართულობის გაძლიერება;
** კომპენსაციებისა და ბენეფიტების პოლიტიკის განვითარებაში მონაწილეობა;
** შრომითი ურთიერთობებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
** მენეჯმენტისთვის HR მიმართულებით რეკომენდაციების მომზადება;
** HR ანალიტიკისა და შესაბამისი KPI-ების მონიტორინგი.
** საკადრო ბრძანებების მომზადება;
** გათავისუფლებული თანამშრომლების დოკუმენტაციის დაარქივება;
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის მართვა — თანამშრომელთა დამატება, შეწყვეტა და მონაცემების განახლება;
ჩვენი მოლოდინები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
** HR პროცესებისა და თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკის კარგი ცოდნა;
** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** მნიშვნელოვან როლს კომპანიის განვითარებაში;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტებს;
** ძლიერი გუნდის წევრობას და საინტერესო გამოწვევებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/