← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

Euro Hotel · ქუთაისი

სასტუმრო "Euro Hotel" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო გრაფიკი: ცვლადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ასევე, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი); ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; ** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; ** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; ** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური; ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი. მოვალეობები: ** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება; ** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა; ** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება; ** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება; ** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება. შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 30 ოქტომბრამდე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: Eurohotel777@gmail.com. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →