გაყიდვების ასისტენტი
ბერკეტი დიზაინი
კომპანია "ბერკეტი-დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე. შპს "ბერკეტი-დიზაინი" საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს 1998 წლიდან.
საქმიანობის სფეროა: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება, საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების მოწყობის პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.Berketi.ge
ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც სურს გაყიდვების მიმართულებით კარიერის დაწყება და პროფესიული განვითარება.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტების-მომსახურების შესწავლა;
** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია;
** კლიენტების მოთხოვნების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
** ელფოსტაზე შემოსული მოთხოვნების დამუშავება;
** ინვოისების მომზადება;
** კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაციისა და მოთხოვნების კონტროლი;
** კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ პრეზენტაციების მომზადება;
** გაყიდვების პროცესის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
** კომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და უნარი;
** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივიანობა და აქტიურობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
** სწრაფად სწავლის უნარი;
** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** მოწესრიგებული გარეგნობა და საქმიანი ჩაცმის სტილის დაცვა;
** გაყიდვებში ან HVAC სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1200 ლარი, შემდგომ მზარდი+ბონუსი
** მდებარეობა: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 - 18:00 საათი
შერჩევა:
** განცხადებების გადარჩევა
** გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hrberketi@gmail.com და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!