← ყველა ვაკანსია

ფიზიკის მასწავლებელი

სკოლა ალბიონი

შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონი" აცხადებს კონკურსს ფიზიკის მასწავლებლის თანამდებობაზე. მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ვ) უნდა იყოს სტატუსიანი. ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებლის სტატუსით. კონკურსის ეტაპები: ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; ბ) გასაუბრება; გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. დიპლომის ასლი; 2. ავტობიოგრაფია; 3. CV; 4. პირადობის მოწმობის ასლი; 5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; 6. ფოტოსურათი 3/4; 7. განცხადება; სავარაუდო ხელფასი - 1200 -1400 საათების რაოდენობა - 18 კლასები - VII, VIII, XII მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64 სკოლის მეილი: school.albion@yahoo.com ტელ: 2 78 96 11

განაცხადის გაგზავნა →