← ყველა ვაკანსია

მიმღები ადმინისტრატორი

სასტუმრო მონოგრაფი

სასტუმრო "მონოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება და სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა; ძირითადი მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა, დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად; ** ფიდელიოს პროგრამის ცოდნა ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. საჭირო უნარები: ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** თავაზიანობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სწრაფად რეაგირების უნარი. 12 საათიანი ცვლა (ღამის სმენებიც) ანაზღაურება შეთანხმებით. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@monographtbilisi.com.

განაცხადის გაგზავნა →