← ყველა ვაკანსია

უსაფრთხოების თანამშრომელი

ნიუ ჰოსპიტალსი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე პარკინგის ტერიტორიაზე. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ფუნქცია-მოვალეობები: ** პარკინგზე ავტომობილების დაშვების კონტროლი - იდენტიფიცირება/გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება; ** ავტომობილების სწორად, განსაზღვრულ ადგილებში განთავსების მონიტორინგი; ** პარკინგის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დარღვევის პრევენცია დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** საგანგებო სიტუაციებზე დროული და შესაბამისი რეაგირება; ** შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა. პიროვნული თვისებები: ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** სწრაფი და ეფექტური მოქმედების უნარი; ** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 28.10.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →