← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი

XS სათამაშოები · ბათუმი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში. სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ორი ბათუმში კი მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

 ჩვენთან გელოდებათ:
 ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
 ** კომფორტული სამუშაო გარემო;
 ** ჯანმრთელობის დაზღვევა;
 ** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

 ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

 ძირითადი მოვალეობები:

 ** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
 ** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
 ** სალარო აპარატთან მუშაობა.

 ძირითადი მოთხოვნები:

 ** სასურველია სამუშაო გამოცდილება;
 ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
 ** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

 პიროვნული მახასიათებლები:

 ** კომუნიკაბელურობა;
 ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 ** გუნდური მუშაობის უნარი;
 ** პუნქტუალურობა.

 აუცილებელი მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა 
 ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი, გრანდ მოლი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი ბათუმში)

სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →