← ყველა ვაკანსია

ელექტრიკოსი

ჯი თი სი ქრენექსი

"SANY"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "ჯი თი სი ქრენიქსი", აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე. "ჯი თი სი ქრენიქსი" არის "ჯი თი სი ჯგუფის" წევრი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგია სამშენებლო სექტორში და ფარავს დარგის ყველა ძირითად მიმართულებას. "ჯი თი სი ქრენიქსი" წარმოადგენს "SANY"-ს ოფიციალურ დილერს საქართველოში, ამწეების მიმართულებით და მომხმარებლებს სთავაზობს კოშკურა ამწეების და მობილური ამწეების სერვისს, ნასყიდობას და იჯარით მომსახურებას. ფუნქცია-მოვალეობები: ** კოშკურა ამწეს ელ. პანელის დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში კომპონენტების შეცვლა ** ელ. ძრავების დიაგნოსტიკა და შესაბამისი რეაგირება. კოშკურა ამწეს მართვის სისტემების გამართვა ** დისტანციური მართვის პულტების პროგრამირება ამწეს მოდელების შესაბამისად ** კოშკურა ამწეს ინვერტორული სისტემების პროგრამირება და ელ. პანელების აწყობა-მონტაჟი ** კოშკურა ამწეების გეგმური შემოწმება კოშკურა ამწეს მონტაჟი-დემონტაჟის პერიოდში სამონტაჟო ჯგუფის მხარდაჭერა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** ამწე მექანიკის, ჰიდრავლიკისა და კონსტრუქციული მახასიათებლების ცოდნა; ** ტექნიკური სახელმძღვანელოების, სქემის წაკითხვისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობა; ** დიაგნოსტიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების გამოყენების უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დაქვემდებარებულების მართვის უნარი. სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122 სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ან 09:30-18:30 საათი დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →