← ყველა ვაკანსია

საწყობის მენეჯერი

ინტრაკო ნუტრიშენი

"ინტრაკო ნუტრიშენი" ცხოვლების საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ პროფესიული ზრდის შესაძლებლობას, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და ღირსეულ ანაზღაურებას. სავალდებულო მოთხოვნები: ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ** საწყობის თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდის მართვის უნარი. ** საოფისე პროგრამების ცოდნა. ** სასურველია საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. ** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი. ფუნქცია - მოვალეობები: ** საწყობში მისაღები და გასაცემი პროდუქციის რაოდენობრივი კონტროლი. ** საწყობის თანამშრომლების სათანადოდ მართვა დაკისრებული მოვალეობების სწრაფად და ხარისხიანად შესასრულებლად. ** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება. ** მარაგების მუდმივი კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროულად აღმოფხვრა. ** პერიოდული გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება. ** საწყობის ახალი თანამშრომლების მუდმივი ძიება. ** დისტრიბუციის მანქანების დროული დატვირთვა და გამზადება, რათა არ შეფერხდეს საოპერაციო პროცესები. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დრო - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9-დან 6 საათამდე. ** სამუშაო ადგილი - გარდაბნის რაიონი, სოფელი თელეთი. (ზემო ფონიჭალიდან 10 წუთის სავალზე). ** თანამშრომლების გადაადგილებას მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან და უკან უზრუნველყოფს სამსახურებრივი ავტომობილი. ** ანაზღაურება - 5000+ ლარი ბონუსების გათვალისწინებით, კადრის კომპეტენციებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. დაინტერესებულმა პირებმა თქვენი სივი გამოგზავნეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე - info@intraco.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი.

განაცხადის გაგზავნა →