გაყიდვების ასისტენტი
ბერკეტი-დიზაინი · თბილისი
კომპანია ბერკეტი-დიზაინი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.შპს ბერკეტი–დიზაინი საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს 1998 წლიდან. საქმიანობის სფეროა: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება, საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების მოწყობის პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს: www.Berketi.ge ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც სურს გაყიდვების მიმართულებით კარიერის დაწყება და პროფესიული განვითარება.
ძირითადი მოვალეობები:პროდუქტების-მომსახურების შესწავლა; კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის;პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია;კლიენტების მოთხოვნების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება;კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;ელფოსტაზე შემოსული მოთხოვნების დამუშავება;ინვოისების მომზადება;კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაციისა და მოთხოვნების კონტროლი;კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ პრეზენტაციების მომზადება;გაყიდვების პროცესის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია;კომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:კარგი კომუნიკაციის უნარი;ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და უნარი;სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;პასუხისმგებლობის გრძნობა;ინიციატივიანობა და აქტიურობა;ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება;სწრაფად სწავლის უნარი;კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.მოწესრიგებული გარეგნობა და საქმიანი ჩაცმის სტილის დაცვა;გაყიდვებში ან HVAC სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის.
სამუშაო პირობები:ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1200 ლარი, შემდგომ მზარდი+ბონუსი მდებარეობა: თბილისისამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 – 18:00 საათი
შერჩევა:განცხადებების გადარჩევაგასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპადდაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hrberketi@gmail.com და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!