← ყველა ვაკანსია

მექანიკოსი, შემფუთავ-დამფასოებელი

Caucasian PET Company · რუსთავი

სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში. ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში. წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე: 1. მექანიკოსი - 1 ვაკანსია მოთხოვნები: ** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი. ** მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში. ** დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე). ** ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა. ** ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა. ** ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა. ** სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები. თანამდებობრივი მოვალეობები: ** სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება. ** აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა. ** ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა. ** დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება. ** ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი. სამუშაო პირობები: ქალაქი რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (შესაძლოა დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო დასვენების დღეებში); ანაზღაურება: 1900 ლარიდან ხელზე, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე. იმ მექანიკოსებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური განათლება ან დადასტურებული სამუშაო გამოცდილება განიხილება მაღალი ანაზღაურება. გამოსაცდელი ვადის/სწავლების პერიოდში - 1850 ლარიდან ხელზე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე). 2. შემფუთავ-დამფასოებელი - 1 ვაკანსია მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი. ** ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი. ** ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლიანი. ** ყურადღებიანი. ** პუნქტუალური. ** შრომისმოყვარე. თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს: ** მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ. ** მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ. ** შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება. ** წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება. ** სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი. სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე). ანაზღაურება - 1470 ლარი ხელზე ან 8, 79 ლარი საათში. სწავლების პერიოდის - 1 თვის განმავლობაში - 1400 ლარი ხელზე ან 8, 37 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით). პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე. სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ. რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები). რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com

განაცხადის გაგზავნა →