← ყველა ვაკანსია

სუროგატების და დონორების პროგრამების კოორდინატორი

European Fertility Clinic

ვაკანსია — სუროგატების და დონორების პროგრამების კოორდინატორი საერთაშორისო რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით მომუშავე კომპანია ეძებს აქტიურ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება სუროგატების და დონორების მართვასა და კანდიდატებთან კომუნიკაციაში. ძირითადი მოვალეობები: ** სუროგატი დედებისა და დონორების კანდიდატებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; ** ახალი ლიდების დროული დამუშავება და მათზე პასუხების გაცემა; ** კანდიდატების პირველადი ინფორმაციის შეგროვება და კითხვარების მართვა; ** კანდიდატების პროგრამის პირობებთან გაცნობა; ** კანდიდატების სტატუსების კონტროლი და ინფორმაციის განახლება; ** ექიმებთან და კლინიკის სხვა თანამშრომლებთან კოორდინაცია; ** ვიზიტების, გამოკვლევებისა და პროგრამის ეტაპების ორგანიზება; ** კანდიდატების პროცესის ეტაპობრივად მართვა და მათთან მუდმივი უკუკავშირის შენარჩუნება; ** საჭირო ინფორმაციის სწორად და დროულად გადაცემა მენეჯმენტისთვის; ** WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო არხების აქტიურად გამოყენება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია: ** რუსული ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია; ** ქართული ენის კარგი ცოდნა; ** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან მარტივად ურთიერთობის უნარი; ** აქტიურობა და ინიციატივიანობა; ** სწრაფად პასუხისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ყურადღება; ** სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა და მოტივაცია; გამოცდილება: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება კლიენტებთან/პაციენტებთან კომუნიკაციის, გაყიდვების, ქოლ-ცენტრის, HR-ის, ადმინისტრირების, სამედიცინო სფეროს ან მსგავს პოზიციაზე. რეპროდუქციული მედიცინის, სუროგაციის ან დონაციის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი პირობა არ არის. პიროვნული თვისებები: ვეძებთ ადამიანს, რომელიც არ დაელოდება მხოლოდ დავალების მიღებას და თავადაც შეძლებს პროცესის კონტროლს — დროულად დაუკავშირდება კანდიდატს, გადაამოწმებს ინფორმაციას, შეახსენებს საჭირო ნაბიჯებს და პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ მიმართულებაზე. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** fitpass; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** საინტერესო და დინამიკურ სფეროში მუშაობას; ** გუნდურ გარემოს; სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა/კრწანისის რაიონი, 33 კრწანისის II შესახვევი დასაქმება: სრული განაკვეთი თუ დაინტერესებული ხართ ამ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით mariam@efclinic.ge

განაცხადის გაგზავნა →