← ყველა ვაკანსია

საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი

New Logistics Group

"New Logistics Group LLC" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პარტნიორ კომპანიებთან და აგენტებთან მჭიდრო ურთიერთობა; ** მიღებული მოთხოვნების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება; ** შეკვეთების სრული ციკლის მართვა; ** საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მათი სრულყოფილების უზრუნველყოფა; ** მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი; ** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება; ** ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან; ** პროცესების ოპტიმიზაცია; ** მონაცემთა დამუშავება და ანალიტიკური რეპორტების მომზადება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო ან/და სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით; ** საერთაშორისო გადაზიდვის (ცალკეული სახეობის) ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა; ** MS Office, Windows, MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** პრობლემის იდენტიფიცირების და მყისიერი რეაგირების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან/კომპეტენციიდან შემოთავაზებული პირობები: ** სტაბილური სამუშაო გარემო; ** გამოცდილ, პროფესიონალ გუნდთან მუშაობა; ** პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კორპორატიული საკონტაქტო ნომერი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nlg.com.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი.

განაცხადის გაგზავნა →