← ყველა ვაკანსია

შესყიდვების სპეციალისტი

მეთერს სთორ

"მეთერს სთორ" (https://mattersstore.com/) ქალის ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ქალის ტანსაცმლის წარმოება და ონლაინ რეალიზაციაა. მეთერსის გუნდისთვის ვეძებთ შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც სრულად იქნება პასუხისმგებელი ნედლეულის შესყიდვის პროცესში - დაგეგმვიდან და მომწოდებლის შერჩევიდან - აღრიცხვამდე. სამუშაო პირობები: ** ლოკაცია: ქ. თბილისი; ** სამუშაო ადგილი: დისტანციური; ოფისის გახსნის შემდეგ სრულად ოფისიდან; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ; ** ანაზღაურება: 2500 ლარი, ხელზე ასაღები თანხა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ნედლეულისა და მასალების შესყიდვა ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლებისგან; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკების პროცესის წარმოება ფასზე, მიწოდების ვადაზე, გადახდის პირობებსა და ხარისხის მოთხოვნებზე; ** შეკვეთების განთავსება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია - ტრანსპორტირება, საბაჟო პროცედურები, თანმხლები დოკუმენტაცია; ** ყველა შესყიდვის სრული და ზუსტი აღრიცხვა პროგრამა "ბალანსში" საქონლის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა - შესყიდვის რაოდენობა, ფასი, მომწოდებელი, დოკუმენტი; ** შესყიდვების დაგეგმვა წარმოების გეგმისა და გაყიდვების დინამიკის მიხედვით - მარაგების შესაბამისი კონტროლი; ** თითოეულ პოზიციაზე მინიმალური ნაშთისა და ხელახალი შეკვეთის წერტილის განსაზღვრა და მათი რეგულარული გადახედვა; ** ახალი მომწოდებლებისა და შესყიდვის არხების მოძიება, ალტერნატივების შედარება ფასის, ხარისხისა და მიწოდების ვადის მიხედვით; ** მომწოდებლების ბაზის წარმოება და განახლება - საკონტაქტო მონაცემები, ფასები, ვადები, ხარისხისა და თანამშრომლობის ისტორია; ** კოორდინაცია მარაგების მართვის სპეციალისტთან და საწარმოო გუნდთან - მიმდინარე ნაშთებისა და საწარმოო საჭიროების მიხედვით; ** ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება: განხორციელებული შესყიდვები, ფასების დინამიკა, მიმდინარე ნაშთები და დაგეგმილი შეკვეთები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე (წერილობითი კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმოება უცხოელ მომწოდებლებთან); ** MS Excel-ის კარგი ცოდნა; ** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; ** დეტალებზე ორიენტაცია და რიცხვებთან მუშაობის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და საკუთარი სამუშაო დღის დაგეგმვის უნარი. შერჩევის პროცესში უპირატესობად ჩაითვლება: ** ტექსტილის ან მსუბუქი მრეწველობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ქსოვილების ტიპებისა და მახასიათებლების ცოდნა, მოდის ტენდენციებში გარკვევა; ** პროგრამა "ბალანსთან" მუშაობის გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@mattersstore.com ვაკანსიის სახელწოდების მითითებით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →