B2B გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი
ოტიუმ დეველოპმენტი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ოტიუმ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისსში.
ძირითადი მოვალეობები:
** B2B მიმართულებით პარტნიორებთან და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
** პირადი გაყიდვების განხორციელება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა (ინდივიდუალური და B2B კლიენტები);
** მიმდინარე თვის გაყიდვების შედეგების ანალიზი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად;
** გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** ბაზრის, კონკურენტებისა და ფასების ანალიზი;
** გაყიდვების ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან კმაყოფილებაზე და ლოიალურობის; შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ივრითი ან/და არაბული ჩაითვლება უპირატესობად);
** უძრავი ქონების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ძლიერი მოლაპარაკებებისა და გაყიდვების დახურვის უნარები;
** პრეზენტაციების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ₾ + ბონუსი;
სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 საათი, შაბათი: 12:00-17:00 საათი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თინა იოსებიძის #73
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@otium.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "B2B გაყიდვების მენეჯერი".
----------------------------------------------------------
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ოტიუმ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** პირადი გაყიდვების განხორციელება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა
** გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ჩატარება;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** CRM პროგრამაში შემოსული ლიდების დამუშავება და ქმედებების აღრიცხვა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** უძრავი ქონების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ₾ + ბონუსი;
სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 საათი, შაბათი: 12:00-17:00 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, თინა იოსებიძის #73
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@otium.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".