← ყველა ვაკანსია

დიასახლისი

ლა პანეტერია

"ლა პანეტერია" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტის გენერალური დასუფთავების ჩატარება დადგენილი გრაფიკის მიხედვით; ** დარბაზის, სამზარეულოსა და საერთო სივრცეების დასუფთავება და მოწესრიგება; ** რთულად მისადგომი ადგილების საფუძვლიანი წმენდა — კედლების, კარების, ფანჯრების, კუთხეებისა და სხვა ზედაპირების ჩათვლით; ** იატაკების ღრმა წმენდა, რეცხვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საშუალებებით დამუშავება; ** ვიტრინების, მინის ზედაპირებისა და ტექნიკის საფუძვლიანი წმენდა; ** სველი წერტილების სრული ჰიგიენური დამუშავება და დეზინფექცია; ** ნარჩენების დროული შეგროვება და გატანა; ** საწმენდი ინვენტარისა და ქიმიური საშუალებების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება; ** ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ** შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და ობიექტის მოწესრიგებულ მდგომარეობაში ჩაბარება. საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი; ** გუნდური მუშაობისა და კარგი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა, სისუფთავე და პუნქტუალურობა. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე. ჩვენ გთავაზობთ: ** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდეთ; ** კომპანიის პროდუქტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: mariam@la-panetteria.com

განაცხადის გაგზავნა →