← ყველა ვაკანსია

სამზარეულოს თანამშრომელი

ლა პანეტერია

"ლა პანეტერია" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქტების მიღება, მომზადება და პირველადი დამუშავება; ** მზარეულებისთვის კერძების მომზადების პროცესში დახმარების გაწევა; ** ინგრედიენტების რეცხვა, გასუფთავება, დაჭრა და შესაბამისი წესით განთავსება; ** პროდუქციის სწორად შენახვა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი; ** სამზარეულოს სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა; ** კერძების მომზადებაში კომპანიის სტანდარტებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა; ** მარაგების კონტროლსა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; ** დანაკარგის შემცირებისა და პროდუქციის ოპტიმალური მოხმარების ხელშეწყობა; ** HACCP-ის მოთხოვნების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა; ** სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა. საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პროფესიული განათლება კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; ** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი; ** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სისუფთავე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე. ჩვენ გთავაზობთ: ** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდეთ; ** კომპანიის პროდუქტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: mariam@la-panetteria.com

განაცხადის გაგზავნა →