← ყველა ვაკანსია

პიცის მცხობელი

ლა პანეტერია

"ლა პანეტერია" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობლის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პიცის ცომის მომზადება დადგენილი რეცეპტისა და სტანდარტების შესაბამისად; ** ინგრედიენტების წინასწარ მომზადება და სამუშაო სივრცეში სწორად განთავსება; ** პიცის შეკვეთის შესაბამისად აწყობა და გამოცხობა; ** მომზადებული პროდუქტის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტის კონტროლი; ** შეკვეთების დროულად და თანმიმდევრულად შესრულება; ** ღუმელის, სამუშაო ინვენტარისა და სხვა მოწყობილობების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება; ** პროდუქციის ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი; ** მარაგების ოპტიმალური მოხმარება და დანაკარგის შემცირება; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა; ** HACCP-ის მოთხოვნების, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა; ** სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა. საჭირო უნარები: ** პიცის მცხობლის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ცომთან მუშაობისა და პიცის გამოცხობის ტექნიკის ცოდნა; ** დატვირთულ სამუშაო გარემოში სწრაფად და ხარისხიანად მუშაობის უნარი; ** რამდენიმე შეკვეთის ერთდროულად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სისუფთავე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე. ჩვენ გთავაზობთ: ** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდეთ; ** კომპანიის პროდუქტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: mariam@la-panetteria.com

განაცხადის გაგზავნა →