სამედიცინო წარმომადგენელი
კორდექსი · კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი
ფარმაცევტული კომპანია "Cordex კორდექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
ლოკაცია: კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე-ახალქალაქი)
სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30 დან 18:00 მდე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო აღწერილობა:
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში;
** პრეზენტაციების მრგვალი მაგიდების კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი, ან/და ფარმაცევტი)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა
გამოსაცდელი პერიოდი: 3 -6 თვე საწყისი
ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
სოციალური პაკეტი: სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა
სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე
Cordexgroup@gmail.com. მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ რეგიონი, მაგალითად კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება.