← ყველა ვაკანსია

სამშენებლო ობიექტის ტექნიკური თანამშრომელი

Gold`s Key

Gold`s Key აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო ობიექტის ტექნიკური თანამშრომელი. ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და პრაქტიკული უნარების მქონე ადამიანს სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე სამუშაოდ. ძირითადი მოვალეობები: ** მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება; ** მოაჯირების და სხვა ელემენტების შეღებვა; ** კაფელ-მეტლახის დაფუგვა; ** შპაკლისა და წებოცემენტის მიქსერით მომზადება; ** წვრილმანი სარემონტო მასალების შეძენა, ტრანსპორტირება და ობიექტზე განაწილება; ** ხელოსნებისთვის სამუშაო პროცესში დახმარება; ** ობიექტზე სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება; ** სხვადასხვა მიმდინარე ტექნიკური და დამხმარე სამუშაოების შესრულება. მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია; ** ავტომობილის მართვის კარგი პრაქტიკული გამოცდილება; ** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული დამოკიდებულება; ** პუნქტუალურობა; ** ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა; ** სამშენებლო-სარემონტო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაოს შესრულების უნარი. სამუშაოს ფარგლებში გადმოგეცემათ 2026 წლის Chevrolet-ის ჯიპის ავტომობილი, ავტომატური გადაცემათა კოლოფით. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევამდე: 09:00-18:00 ; შაბათს: 10:00-14:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, მელიტონ ქანთარიას N1 (ნუცუბიძის IV მ/რ) ანაზღაურება: 1500 ლ. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, აქტიური და პრაქტიკული ადამიანი, რომელსაც შეუძლია როგორც ობიექტზე მუშაობა, ისე ავტომობილით მასალებისა და საჭირო ნივთების გადაადგილება, დაგვიკავშირდი: 2024palmero@gmail.com. Cv წარმოდგენის ვადა 20 ოქტომბერი.

განაცხადის გაგზავნა →