← ყველა ვაკანსია

მარკეტინგის სპეციალისტი

ITConnect

"IT Connect" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე. ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ძირითადი მოვალეობები: ** მარკეტინგული სტრატეგიისა და თვიური კონტენტ-გეგმის შემუშავება და მართვა; ** LinkedIn, Facebook და Instagram გვერდების მართვა და კონტენტის შექმნა; ** დასრულებული პროექტების საფუძველზე Case Study-ების მომზადება ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით; ** ელფოსტის კამპანიებისა და ნიუსლეთერის დაგეგმვა და მართვა; ** Meta-სა და LinkedIn-ზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ბიუჯეტის კონტროლი; ** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პრეზენტაციების, კომერციული შეთავაზებებისა და ბროშურების მომზადებაში; ** ფრილანსერებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობა და მათი კოორდინაცია; ** ღონისძიებებსა და გამოფენებში კომპანიის მონაწილეობის ორგანიზება და საკუთარი ღონისძიებების დაგეგმვა; ** ბრენდის სტანდარტების დაცვა ყველა მარკეტინგულ მასალაში; ** მარკეტინგული აქტივობების შედეგების ყოველთვიური ანალიზი და KPI-ების მიხედვით ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** Canva-ს, Figma-ს ან Adobe-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტის ცოდნა; ** მარტივი ვიდეომონტაჟის გამოცდილება (მაგ. CapCut); ** AI ინსტრუმენტების (ChatGPT, Claude და სხვ.) აქტიური გამოყენება სამუშაო პროცესში; ** კრეატიული აზროვნება, ორგანიზებულობა და რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge. CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; ** ⁠ პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

განაცხადის გაგზავნა →