← ყველა ვაკანსია

ბრენდ მენეჯერი

ელთიბი

კომპანია "ელთიბი" არის ავეჯის მასალებისა და აქსესუარების წამყვანი იმპორტიორი, რომელიც მუშაობს მსოფლიოში ცნობილ ევროპულ ბრენდებთან. ჩვენს გუნდში ვეძებთ ბრენდ მენეჯერს. ვეძებთ ადამიანს, ვინც ევროპულ ბრენდებს მხოლოდ გასაყიდ პროდუქტად კი არა, ისტორიად, სტილად და გამოცდილებად აღიქვამს. თუ გიყვართ პრემიუმ პროდუქტები, დიზაინი და ესთეტიკა და მზად ხართ, ეს ყველაფერი კომერციულად წარმატებულ ბიზნესად აქციოთ, ეს პოზიცია თქვენთვისაა. თქვენი ფუნქციები იქნება: ** ბრენდების პორტფელის მართვა და განვითარება ** საერთაშორისო პარტნიორებთან და მიმწოდებლებთან კომუნიკაცია ** ახალი კოლექციებისა და პროდუქტების შერჩევა ** მარკეტინგული აქტივობების კოორდინაცია ** საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა რას ვითხოვთ: ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. ** ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი ** მსგავს სფეროში გამოცდილება პლუსია, მთავარია სფეროსადმი ინტერესი და მოტივაცია. რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება: 2550 ლარი (ხელზე ასაღები), გამოსაცდელი ვადის შემდეგ 2880 ლარი ** ყოველდღიურ მუშაობას ევროპულ ბრენდებთან ** საერთაშორისო გამოფენებზე დასწრებას ** გარემოს, სადაც თქვენს ხედვებს და იდეებს უსმენენ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 მისამართი: თორნიკე ერისთავის N21 გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@ltb.ge წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ: "ბრენდ მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →