← ყველა ვაკანსია

მიმტანი

რესტორანი ბლუ ფოქსი

რესტორანი Blue Fox მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში და წარმოადგენს სასტუმრო "THE BLUE FOX" -ის ნაწილს. რესტორანს აქვს ულამაზესი ძველი თბილისური ეზო და გამოირჩევა განსაკუთრებული ქართულ-ევროპული მენიუთი. პოზიციის დასახელება: მიმტანი ლოკაცია: თბილისი ექვემდებარება: სერვის მენეჯერს, კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერს ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრისგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდება ** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა ** ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუმრისთვის ** მაგიდის მოწესრიგება და გამზადება სტუმრის მისაღებად ** სტუმრის დახმარება ანგარიშსწორებისას ** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა ** გუნდური მუშაობის უნარი ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა ჩვენ გთავაზობთ: ** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს მუდმივად განვითარდე ** კონკურენტულ ანაზღაურებას ** კვებას და კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს რესტორანში ** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Veriko.kereselidze@bluefoxtbilisi.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →