← ყველა ვაკანსია

მზის ელექტროსადგურის ოპერატორი - O&M

ASTORIOS · რუსთავი

"ASTORIOS" აცხადებს ვაკანსიას მზის ელექტროსადგურის ოპერატორის (O&M) პოზიციაზე, რუსთავში მდებარე მზის ელექტროსადგურზე. სამუშაო სრულდება ცვლებში და მოიცავს სადგურის მონიტორინგს, ვიზუალურ შემოვლას და ანგარიშგებას. პირობები: ** ადგილმდებარეობა: რუსთავი, საქართველო ** კომპანიის ტიპი: განახლებადი ენერგია, ინდუსტრიული კომპანია ** გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი ** მიმართულება: ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება (O&M) ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, ცვლებში (კვირაში 40 საათი) ** ანაზღაურება: შეთანხმებით + დაზღვევა. ძირითადი მოვალეობები: ** SCADA სისტემის საშუალებით სადგურის მუშაობის, წარმადობისა და განგაშის სიგნალების მონიტორინგი. ** გაუმართაობის, განგაშის ან მუშაობის გადახრის დაუყოვნებლივ შეტყობინება. ** თითოეულ ცვლაში სადგურის ტერიტორიის გეგმური ვიზუალური შემოვლა. ** ცვლის ჟურნალების, საკონტროლო სიის და ანგარიშების შევსება, პროცედურების დაცვა და ცვლის სათანადო გადაბარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის, ენერგეტიკის, ელექტრომექანიკის ან სხვა პირდაპირ დაკავშირებულ ელექტროტექნიკურ სპეციალობაში სავალდებულოა. ** მინიმუმ 1 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ელექტრო, ინდუსტრიულ, ენერგეტიკის ან მსგავს ტექნიკურ სფეროში. ** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა და მონიტორინგის სისტემებთან და სტანდარტულ ანგარიშებთან მუშაობის უნარი. (გამოყენებულ სპეციალურ პროგრამებთან მუშაობის ტრენინგებს ჩაგიტარებთ კომპანია) ** ინგლისური ან რუსული ენების საბაზისო სამუშაო ცოდნა. ** პასუხისმგებლობიანი, დისციპლინირებული და ყურადღებიანი; ცვლებში, ობიექტზე მუშაობის შესაძლებლობა. უპირატესობა მიენიჭებათ რუსთავში მცხოვრებ კანდიდატებს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ: HR@ASTORIOS.COM (სასურველია ინგლისურ ენოვანი). ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "მზის ელექტროსადგურის ოპერატორი (O&M)". გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

განაცხადის გაგზავნა →