← ყველა ვაკანსია

მუშა

გუდვილი · ბათუმი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე ბათუმში. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: ფიზიკური სამუშაოს შესრულება;ტვირთის გადაადგილება, დალაგება. ძირითადი მოთხოვნები: პუნქტუალურობა და დისციპლინა;გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1200 ლარიდან) + ეფექტური საბონუსე სისტემა;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995595206644 გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3Ne9hnVe

განაცხადის გაგზავნა →