ბარმენის დამხმარე
BET25 · თბილისი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
"BET25" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის დამხმარის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
მისამართი: გლდანი.უშუალო ხელმძღვანელი: ბარმენი, უფროსი სერვის მენეჯერი,ფილიალის მენეჯერი.ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბარმენისათვის დახმარების გაწევა სხვადასხვა პროდუქტის მომზადების დროს;უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;ბარში და ჰოლში ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;პუნქტუალურობა;ყურადღება დეტალების მიმართ;კომუნიკაბელურობა;ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.
BET25 გთავაზობთ:
დრესკოდის უზრუნველყოფას;კვებას;პროფესიული განვითარების ტრენინგებს;სასიამოვნო სამუშაო გარემოს;პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სლოტ ოპერატორი".რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.