დაცვის თანამშრომელი
BET25 · თბილისი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.
"bet25" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომელი პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.
სამუშაო განაკვეთი: 24 სთ ყოველ მე-4 დღეს.
უშუალო ხელმძღვანელი: ცვლის უფროსი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1400 ლარი და მეტი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერიდანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება, რათა არ დაუშვას ობიექტზე არასრულწლოვნები;მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს;სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს;ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;პუნქტუალურობა;ყურადღება დეტალების მიმართ;კომუნიკაბელურობა;სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის თანამშრომელი"
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.