← ყველა ვაკანსია

მიმტანი

BET25 · თბილისი

"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. "BET25" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00 ანაზღაურება: ხელფასი 2000 + ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებლისთვის შეკვეთების მიღება და მიწოდება;მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება;საბარათე სისტემის და APP-ის ფუქნციების დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: პუნქტუალურობა;კომუნიკაბელურობა;ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მიმტანი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →