სტაციონარის ექთანი / მორიგე
ჟორდანიას კლინიკა · თბილისი
ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტაციონარის ექთანი (მორიგე) - ქირურგიულ სტაციონარში
კომპანია: ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა
პოზიცია: სტაციონარის ექთანი (მორიგე)
ვაკანსიის პერიოდი: 2026-09-08 / 2026-10-08
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში, 24სთ მორიგეობა)
განყოფილება: ქირურგიული სტაციონარი
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზეპროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Z1my34Ne