უფროსი იურსიტი
ბანკი ქართუ · თბილისი
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი იურსიტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
•ბანკის შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;•მომწოდებლებთან, მომსახურების გამწევ პირებთან, პარტნიორებთან და სხვა კონტრაგენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;•ბანკის პროდუქტებისა და პროექტების დანეგვისა და შემუშავების სამართლებრივი მხარდაჭერა;•ბანკის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების განხილვა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;•სამართლებრივი დასკვნების მომზადება;•საკანონმდებლო და რეგულატორული ცვლილებების მონიტორინგი, ბანკის ხელშეკრულებებსა და შიდა დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეთავაზება და ხელმძღვანელის ინფორმირება;•კორპორატიული საბანკო ხელშეკრულებების, მათ შორის, საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, აკრედიტივების, იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და მათზე მოლაპარაკების წარმოება;•კორპორატიული კლიენტების სამართლებრივი შემოწმება, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების, კორპორატიული გადაწყვეტილებების და ხელმოწერის უფლებამოსილების შესწავლა;•კლიენტებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;•პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესის მხარდაჭერა და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო
•უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);•არანაკლებ 3 წლის გამოცდილება კომერციულ ბანკში, სხვა საფინანსო ორგანიზაციაში ან ფინტექ კომპანიაში;საბანკო კანონმდებლობის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცოდნა;•ინგლისური ენის ფლობა;
სასურველი:
•სასურველია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (ადვოკატთა გამოცდის ჩაბარება საერთო ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);•სასურველია რუსული ენის ცოდნა.
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
•ლოგიკურად აზროვნების უნარი;•გუნდური მუშაობის უნარი;•ეფექტური კომუნიკაციის უნარი;•დროის მართვის უნარი;•მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;•დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/yUrc