← ყველა ვაკანსია

კორპორატიული გაყიდვების აგენტი

გუდვილი · თბილისი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები:კორპორატიული გაყიდვების მენეჯერისგან შეკვეთის მიღება;კორპორატიული და B2B შეკვეთების აგროვება;ინვოისის მომზადება;კორპორატიული კლიენტისთვის შეკვეთების მიწოდება; ძირითადი მოთხოვნები:ანალიტიკური აზროვნება;ორგანიზებულობა და დისციპლინა;გუნდურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები:გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1000ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი N1;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 227 184 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2MVI53jb გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →