← ყველა ვაკანსია

უფროსი SME ბანკირი

თიბისი · თბილისი

სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: უფროსი SME ბანკირი - მარჯანიშვილის ფილიალი მოქმედების ვადა: 15/10/2026 ადგილმდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი - შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს. სამუშაოს აღწერა SME კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის მართვა, პორტფელის ზრდა და კლიენტის 360° მომსახურება (საკრედიტო, საოპერაციო სხვა პროდუქტები). დამატებით გუნდის მხარდაჭერა და კომპლექსურ კლიენტებზე მუშაობა. ძირითადი მოვალეობები; ახალი SME კლიენტების მოზიდვაარსებული პორტფელის მართვა და განვითარება საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებითკლიენტის საჭიროებების 360° შეფასება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება (სესხები, ანგარიშები, გადახდები, POS, დისტანციური არხები და სხვ.)საკრედიტო განაცხადების ინიცირება ანალიტიკის ჯგუფთნ და პროცესის მართვაბიზნეს ობიექტზე ვიზიტიკლიენტისგან გამოთხოვილი ფინანსური/არაფინანსური დოკუმენტაციის დროულად მიღების უზრუნველყოფაუზრუნველყოფის შეფასების ინიცირება (CMM-დან)ანალიტიკოსებთან კოორდინაციაპორტფელის ხარისხის კონტროლი და რისკების იდენტიფიცირებავადაგადაცილებული სესხების მართვა და ამოღების პროცესში ჩართულობაგაყიდვების და ჯვარედინი გაყიდვების გეგმების შესრულებაკლიენტთან რეგულარული კომუნიკაციასესხის მიმდინარე თანხის ჩამოჭრა LCS სისტემიდანადმინისტრაციული ვალის ცვლილება LCS სისტემიდანგაცემის შემდეგ სესხის უზრუნველყოფის ცვლილება (დამატება/გამოთავისუფლება) თუ აღნიშნული საჭიროებს ფინანსურ შეფასებას LCS სისტემიდანსესხის თანხის განბლოკვა LCS სისტემიდანსესხის ანგარიშის ცვლილება LCS სისტემიდანსაკრედიტო/საოპერაციო პირობების შეთანხმება შესაბამის დელეგირებულ პირებთანპორთფელის მომგებიანობის ანალიზი/მართვა დამატებითი პასუხისმგებლობები (Senior დონე) კომპლექსური და მაღალი ღირებულების კლიენტების მართვართული გარიგებების სტრუქტურირებაში წამყვანი როლინაკლებად გამოცდილ ბანკირთა მენტორობა და მხარდაჭერასტრატეგიულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება კვალიფიკაცია ეს ვაკანსია შენთვისაა თუ: გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნებახარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანიმუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებსგაქვს ლოგიკური აზროვნებადამარწმუნებელი კომუნიკაციაგუნდურად მუშაობის უნარისტრესული სიტუაციების გამკლავების უნარისაქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარიAI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა კვალიფიკაცია ბიზნეს კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილებაპორთველური მართვის გამოცდიელბასაბანკო პროდუქტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების კარგი ცოდნა განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C5sC7 დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank. თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank.

განაცხადის გაგზავნა →