← ყველა ვაკანსია

მთავარი ბუღალტრის დამხმარე

კასს ლენდი · თბილისი

Kass Group JSC აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2,500 – 3,000 ლარი , კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. თუ ხარ პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული და გსურს პროფესიული განვითარება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მიმართულებით, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და არქივირება;ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;საბანკო ამონაწერების დამუშავება და საბანკო ოპერაციების ასახვაში მონაწილეობა;მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების კონტროლი და შეჯერება;სალაროსა და ავანსების აღრიცხვაში მონაწილეობა;საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში ჩართულობა;შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;საბუღალტრო პროგრამებში მონაცემების შეყვანა, კონტროლი და პერიოდული გადამოწმება;ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, ვერბალური და წერითისაბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;Oris-ისა და Balance-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;Materials Control-ისა და Fidelio-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. პიროვნული უნარები ანალიტიკური აზროვნება;ორგანიზებულობა;პასუხისმგებლიანობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი;გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი. ჩვენ გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;გამოცდილ გუნდთან მუშაობას;კონკურენტულ ანაზღაურებას. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ: „მთავარი ბუღალტრის დამხმარე“. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას ! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →