← ყველა ვაკანსია

პროექტის მენეჯერი

m²

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე. ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს! კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მაღალსართულიანი, მრავალბინიანი, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა; ** საპროექტო ნახაზების რევიზიასა და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება; ** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა, ჩატარებული ტენდერის დეტალური ტექნიკური/ფინანსური ანალიზი და რისკების შეფასება; ** სამშენებლო სტანდარტებისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების კონტროლი; ** სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია; ** პროექტის შესრულებისათვის საჭირო წარმოდგენილი ვადების ანალიზი, კორექტირება და დადასტურება; ** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება, განახლება და იმპლემენტირება; ** არსებული პროექტის ფარგლებში წარმოშობილი საკითხების ანალიზი და სათანადო რეაგირება; ** შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; ** კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და პროექტში სხვა ჩართული კომპანიების კოორდინაცია; ** შეთანხმებული ბიუჯეტის მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა; ** პროექტის სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის დადგენილ ვადებში უზრუნველყოფა და მართვა; ** საერთო ხარჯთაღრიცხვიდან შემსრულებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ფორმა 2-ის შემოწმება, ანალიზი და დადასტურება; ** პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება; ** პროექტის პროცესების ზედამხედველობა (შესრულების ხარისხი, მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება); ** პროექტის უსაფრთხოების ნორმების დაცვის და გარემოს დაცვითი ღონისძიებების კონტროლი; ** სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია; ** ინოვაციური სისტემების დანერგვის მენეჯმენტი; აუცილებელი ცოდნა და უნარები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით; ** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** AutoCad, ArchiCad - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** MS Office (ასევე MS project) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ; თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის მენეჯერი". ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.

განაცხადის გაგზავნა →