← ყველა ვაკანსია

სტაჟირების კონკურსი - კიბერრისკის ზედამხედველობა

საქართველოს ეროვნული ბანკი

"საქართველოს ეროვნული ბანკი" აცხადებს სტაჟირების კონკურსს სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტში დეპარტამენტი: სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტი განყოფილება: კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილება პოზიცია: სტაჟიორი ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული) სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე ვადით საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. ბოლო წლებში მსოფლიოს საფინანსო სექტორში ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კიბერ რისკები სახელდება. სებ-ის კიბერ რისკის ზედამხედველობის განყოფილება დებულებით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს საზედამხედველო სუბიექტების (კომერციული ბანკების, ციფრული ბანკების, მიკრობანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების) კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს მოთხოვნების შესაბამისობის შეფასებასა და შესაბამისი რისკ-ფაქტორების გამოვლენას. სტაჟირების შესახებ: კიბერ რისკის ზედამხედველობის განყოფილების სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით: ** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები o სტაჟიორები გაეცნობიან ეროვნული ბანკის როლს როგორც ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე საფინანსო სექტორთან მიმართებაში სებ-ის მანდატის შესახებ. ამას გარდა, შეისწავლიან საზედამხედველო სუბიექტებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების რისკების მართვა o სტაჟიორები შეისწავლიან უსაფრთხოების რისკების მართვის საკვანძო საკითხებს, რელევანტური კრიტირიუმების გაანალიზებასა და შეფასებას მოდელირებული ქეისების მაგალითებზე. ასევე, მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ანგარიშების წარმოების და დოკუმენტირების მიმართულებით. ** ინციდენტების განხილვა o სტაჟიორები გაეცნობიან კიბერ რისკის ზედამხედველობის პროცესში გამოყენებულ ინციდენტებზე რეპორტინგის ინსტრუმენტებს, ექნებათ შესაძლებლობა მოდელირებული ინციდენტების განხილვაში მიიღონ მონაწილეობა და შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტირებული ანგარიში. ასევე, განსაზღვრონ დამატებითი საზედამხედველო ზომების საჭიროება. ** უსაფრთხოების ტექნიკები o სტაჟიორები გაეცნობიან ქსელის უსაფრთხოების, მონაცემთა და სისტემების ბაზების ადმინისტრირების უსაფრთხოების, მონაცემთა გაჟონვის პრევენციის, სისტემებისა და ქსელების კონფიგურაციის, ცვლილებების მართვის, წვდომის უფლებების უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებს. ** საზედამხედველო სუბიექტის ადგილზე შემოწმება o სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თუ როგორ ხდება საზედამხედველო სუბიექტის შემოწმების ორგანიზება. სებ-ის სამუშაო პროცესზე დაკვირვებითა და მასში უშუალო მონაწილეობით სტაჟიორები განივითარებენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ესაჭიროებათ სებ-ის კიბერ რისკის ზედამხედველობის სპეციალისტებს, მათ შორის: ** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და კრიტერიუმების რელევანტურად ინტერპრეტირების უნარი; ** ანალიტიკური/კრიტიკული ანალიზისა და რეპორტინგის წარმოების უნარები; ** მაღალი სტანდარტის წერითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები: ** ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; ** კანდიდატი უნდა ფლობდეს საბაზისო ცოდნას ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესახებ; ** კანდიდატი უნდა ფლობდეს საოფისე პროგრამების კარგ ცოდნას; ** ინგლისური ენა - B2. კომპეტენციებისა და უნარები: ** კრიტიკული აზროვნება; ** განსხვავებული ტიპის დავალებების სწრაფად შესრულების უნარი (Multitasking); ** კომუნიკაციისა და წერის უნარები. სტაჟიორის შერჩევის პროცესი: პირველი ეტაპი: განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; მეორე ეტაპი: წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ; წერითი დავალების თემატიკა: ** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები; o https://www.matsne.gov.ge/document/view/4515476?publication=0 o https://www.matsne.gov.ge/document/view/1679424?publication=7 o https://www.matsne.gov.ge/document/view/5840866?publication=0 o https://www.matsne.gov.ge/document/view/5451970?publication=0 o https://www.matsne.gov.ge/document/view/5836806?publication=0 ** კიბერინციდენტი და მასზე რეაგირების პრინციპები; ** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის სასიცოცხლო ციკლი. მესამე ეტაპი: ** გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა გამოაგზავნონ: ** რეზიუმე (CV) ** *რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი "სტაჟირება - კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილება" შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; 3. ერთი ელექტრონული ფოტო. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →